„ომს ნამდვილად არ დავიწყებთ, ამას გპირდებით” – სერგეი ლავროვი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნატო-ში მიიღებენ, რუსეთი ომს არ დაიწყებს, თუმცა ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდება.

როგორც სერგეი ლავროვმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს შორის ომის დაწყებაში დამნაშავე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილია. მისივე თქმით, ომის დროს რუსეთი „არა ნატო-ზე, არამედ ადამიანების სიცოცხლეზე ფიქრობდა“.

„ომს ნამდვილად არ დავიწყებთ, ამას გპირდებით. მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატალნტიკური ალიანსისადმი და იმ ქვეყნების მიმართ, ვინც პირველ პრიორიტეტად ნატო-ში გაწევრიანებას ასახელებს, სერიოზულად დაზიანდება. ჩვენ ომის დროს არ ვფიქრობდით იმაზე, რომ საქართველოში ნატო არ იყოს. ვფიქრობდით ადამიანების სიცოცხლეზე, ვიცოდით რომ მათ უბრალოდ დაჩეხავდნენ. ასეთი იყო საქართველოს არმიის განწყობა, რომელმაც ეს ბრძანება მიიღო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ნატოს მიახლოება ჩვენს საზღვრებთან რუსეთისთვის საფრთხეს აჩენს“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები