ომის ვეტერანები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ

ომის ვეტერანები, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ. განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა. ერთჯერადად გასაცემი თანხის ოდენობა კი 300-დან 600 ლარამდეა.

600 ლარიან ერთჯერად ფულად დახმარებას, საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული, მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი მიიღეს. ომში დაღუპულთა ოჯახის 209 წევრი კი – 300 ლარს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს პრემირ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ოჯახის წევრის ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ ომში დაღუპული პირის მეუღლეზე, ან ბავშვობიდან შშმ პირ შვილზე, რომლებიც ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი.

საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული ვეტერანებისთვის ფულადი დახმარების გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, დედაქალაქში კი აღნიშნულ დახმარებას თბილისის მერია გასცემს.

მსგავსი თემები