ომბუცმენი თიანეთის მერს პოლიტიკური ნიშნით დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და რეაგირებას ითხოვს

„თიანეთთან დაკავშირებით, მერის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დავადგინეთ” – აღნიშნული განცხადება საქართველოს სახალხოო დამცველს – ნინო ლომჯარიას ეკუთვნის.

სახალხო დამცველმა წელს პირველად, პარლამენტში დისკრიმინაციასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა და თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური პოლიტიკური ნიშნით დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

ნინო ლომჯარია დაზარალებულების წინაშე, პარლამენტის ტრიბუნიდან პირობას იძლევა, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომლების უფლებები იქნება დაცული.

„ჩვენ წელს გვქონდა მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც სახალხო დამცველმა დაადგინა დისკრიმინაცია და გასცა რეკომენდაცია თვითმმართველობის მისამართით. თუმცა, თვითმმართველობა არ ასრულებდა ამ რეკომენდაციას, ამიტომ სასამართლომ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და თვითმმართველობას დაავალა სახალხო დამცველის მიერ დისკრიმინაციის საკითხზე გაცემული რეკომენდაციის შესრულება. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პრეცედენტი იმისთვის, რომ სახალხო დამცველის მანდატი დისკრიმინაციული მიმართულებით უფრო ეფექტური გავხადოთ და იმედი გვაქვს, რომ ეს მანდატი კიდევ უფრო ეფექტური გახდება და ეს იქნება ერთ-ერთი გზა უფლებების დარღვევის დასაცავად“ – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.

ნინო ლომჯარია განსაკუთრებით მკაცრია თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებაბთან დაკავშირებით და დისკრიმინაციული მოპყრობის შეწყვეტას ითხოვს: „ „თიანეთთან დაკავშირებით ჩვენ შევისწავლეთ მომართვები და დავადგინეთ მერის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ასევე მოვითხოვეთ დისკრიმინაციული მოპყრობის შეწყვეტა. ამ რეკომენდაციის გაცემის შემდგომ, კიდევ არაერთმა მოქალაქემ მოგვვათა, რომელმაც განაცხადეს რომ ისინი სამსახურიდან მისი რეკომენდაციის შემდგომ გაუშვეს. ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. ამ ყველაფრის წინააღმდეგ სამართლებრივი გზით უნდა ვიბრძოლოთ. სასამართლო არის ყველაზე ეფექტური გზა დაცვისთვის, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თითოეული თქვენგანის უფლება იყოს დაცული“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

როგორც ომბუცმენმა აღნიშნა, სასამართლომ ერთ-ერთ თვითმმართველობას სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულება დაავალა. კომიტეტის სხდომად დაზარალებულებიც ესწრებოდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა სამსახურიდან იმ მოტივით გაათავისუფლა, რომ მათ დასახმარებლად სახალხო დამცველს მიმართეს.

მსგავსი თემები