ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დე-ფაქტო მთავარი სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილის, ანა გაგლოევას განცხადებით, დაინფიცირებულები სამხედრო აკადემიის კურსანტები არიან, რომლებიც ე.წ. „რესპუბლიკაში“ რუსეთის ფედერაციიდან ჩავიდნენ.

დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონში კორონავირუსის 57 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 31 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.

მსგავსი თემები