“ოკუპირებულ გალში მყოფი ქართული სკოლების პედაგოგები არიან გმირები” – როლანდ ნიჟარაძე

“ჩვენი მასწავლებლები არიან გმირები, ისინი დისტანციურ რეჟიმში ახერხებენ და ერთი პარაგრაფიც არ ჩაუგდიათ. დღეს ოკუპირებული გალიდან დარეგისტრირებულია 161 აბიტურიენტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ეროვნულ გამოცდებში”, – ამის შესახებ აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ენგურს იქით, გალში ქართულ საჯარო სკოლებს აკრძალული აქვთ ქართული ენის სწავლება. განათლების სისტემა გადასულია მთლიანად რუსულად სწავლებაზე.

“შექმნილი ვითარების მიუხეადვად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაეგისტრირებული 161 აბიტურიენტიდან, მხილოდ 14 ბარებს ეროვნულ გამოცდას რუსულად, დანარჩენი ყველა ქართულად. „ეს რა თქმა უნდა არის მასწავლებლების და დირექციის დამსახურება, ისინი არიან გმირები“, – აღნიშნა აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრმა.

მსგავსი თემები