ოკუპირებულ ახალგორში მესამე დღეა ხანძარია

ოსური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ახალგორში უკვე მესამე დღეა ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ტყეშია გავრცელებული.

მათივე თქმით, ცეცხლი მიუვალ ადგილებშია, სადაც ტექნიკით შესვლა შეუძლებელია.

„ტყეში ცეცხლი ფოთლებს უკიდია, რომლის მასშტაბი საკმაოდ დიდია. სამჯერ მოხდა თანამშრომლების მობილიზება და ტყეში შესვლა. დღის მანძილზე ჩვენ ვახერხებთ ცეცხლთან გამკლავებას, თუმცა ღამით ვრცელდება“, – აღნიშნულია ე.წ. სახანძრო სამსახურში.

მსგავსი თემები