ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 20 აპრილის ჩათვლით მოქმედი ე.წ. საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდა. დღეიდან გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათი. ინფორმაციას “სპუტნიკ-აბხაზია” ავრცელებს.

ამასთან,  გაგრისა და გალის რაიონებში მოხსნილია შესვლის აკრძალვა.

“კვლავაც დახურულია სკოლები, საბავშვო ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები. არ გახსნილა ტურისტული ობიექტები და სასტუმროები”, – განაცხადა ე.წ. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელმა, რაულ ლოლუამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა 28 მარტიდან მოქმედებდა.

მსგავსი თემები