ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდვითარება გაუარესდა

არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა​, რომ ეპიდვითარება აფხაზეთში გაუარესდა. 

თამაზ ცახნაკიას თქმით, ბოლო დღეებში კოვიდ 19-ით ინფიცირების დინამიკა გაზრდილია.

ამ დროისათვის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 10 შემთხვევაა დადასტურებული. კოვიდინფიცირებულები რუსეთის უმაღლესი სასწავლების სტუდენტები არიან, რომლებიც სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. ამჟამად ისინი გუდაუთის საავადმყოფოში იმყოფებიან.

მსგავსი თემები