ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია და წყალი შეიზღუდება

დღეიდან აფხაზეთში დენის მიწოდება გრაფიკით განხორციელდება. მიზეზი “ენგურჰესის” წყალსაცავში წყლის დაწეული დონეა.

სწორედ ამიტომ ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან წყალმომარაგებაც შეიზღუდება. წყალსაქაჩი საფგურების მუშაობა შეუძლებელია ელექტროენერგიის გარეშე. შესაბამისად, ადგილობრივი კომპანიის ცნობით, დღის განმავლობაში სამი საათით მოსახლეობ სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

„ელექტროენერგიის შეზღუდვა იმოქმედებს დეფიციტის შევსებამდე რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდების გზით“, –  აცხადებს კომპანია „ჩერნომორენერგო“.


მსგავსი თემები