ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს “საპრეზიდენტო არჩევნების” მეორე ტური იმართება

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.

რეგიონში სულ 152 „საარჩევნო უბანია“, კიდევ ორი უბანი მოქმედებს მოსკოვსა და ჩერკესკსში.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური აფხაზეთში 25 აგვისტოს გაიმართა. თავდაპირველად ხმის მიცემის პროცედურა 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა მაისში ოპოზიციონერი კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ოპოზიციამ ე.წ. კენჭისყრის გადადება მოითხოვა. ბჟანიას მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის მოწამლეს.

მსგავსი თემები