ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის “ძალოვანებმა” წნელისთან, სამხედრო ქვედანაყოფი განათავსეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ძალოვანებმა სოფელ წნელისთან, სამხედრო ქვედანაყოფი განათავსეს. ამის შესახებ „უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ადგილზე გადაყვანილია „უშიშროების კომიტეტის“, ОМОН-ისა და სხვა „ძალოვანი უწყებების“ ქვედანაყოფები.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ქართველი ძალოვანების მიერ სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკპოსტის განთავსებას.

ბიაზროვას განცხადებით, ქართულმა მხარემ მძიმე სამშენებლო ტექნიკა უკვე გაიყვანა, მაგრამ საპოლიციო ობიექტის აღჭურვის სამუშაოები არ შეჩერებულა. 

მისივე ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქართული პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად იმყოფება.

მსგავსი თემები