„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურის ძეგლებთან დაკავშირებით მძიმე ვითარებაა“ – ჯემალ გამახარია

აჭარაში ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებული ღონისძიება აჭარაში გაიმართა, სადაც, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტოტიაზე არსებული ძეგლების მდგომარეობაზეც ისაუბრეს.

ღონისძიება – ,,შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და მაც მიიღეს. ასევე, ღონისძიებაში ჩაერთვნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის თემაზე ისაუბრეს.

ღონისძიების მეორე ნაწილი მიეძღვნა გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იყო აჭარისა აფხაზეთის კულტურული ძეგლების თემატიკაზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განმარტებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურის ძეგლებთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე ვითარებაა.

„აფხაზეთში არის ძალიან ძვირფასი კულტურული საგანძური და მომეტებულად გვმართებს მასზე ზრუნვა, ამ საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მხოლოდ ასეთ ღონისძიებებზე არის შესაძლებელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების უფრო მეტად მიპყრობა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ეს დღე სათანადოდ აღგვენიშნა. მადლობა აჭარის მთავრობას და უმაღლეს საბჭოს, განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს, ვინც გაუკეთა ორგანიზება ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას“, – აღნიშნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები