ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის გარდა, ყველა ქვეყნის მოქალაქის შესვლა 7 აპრილამდე შეიზღუდა

ახალი კორონავირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის გარდა, ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეების შესვლა 7 აპრილამდე შეიზღუდა.

ამასთან, როგორც ცნობილი გახდა,  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა მდინარე ენგურზე სანიტარულ კონტროლს ამკაცრებს.

ე.წ. მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს „საზღვარგარეთ“ გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩიეს.

მსგავსი თემები