ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა, თანამდებობა დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა, ასლან ბარციცმა თანამდებობა დატოვა. 

ასლან ბარციცის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მან „აფხაზეთის კონსტიტუციის“ შესაბამისად და რაულ ხაჯიმბას გადადგომასთან დაკავშირებით მიიღო, ასევე იმისთვის, რომ აფხაზეთში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და მიღწეული იყოს საერთო ნაციონალური თანხმობა.

შეგახსენებთ, ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ რაულ ხაჯიმბამ გუშინ განაცხადა.

მსგავსი თემები