ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგება რუსეთიდან დაიწყო

ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს” განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან დაიწყო.  

გუშინ, “ენგურჰესმა” კი გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც, წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო, სადგური აფხაზეთის უწყვეტ ელექტრომომარაგებას ვეღარ ახერხებდა. 

“საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გამო, გვინდა „ენგურჰესში“ დღეისათვის არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთოთ:

დღევანდელი მდგომარეობით, „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონე 439 მეტრს შეადგენს. შესაბამისად, დარჩენილი რესურსისა და მდინარის შემოდინების გათვალისწინებით, „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესი“ აფხაზეთის მოხმარების სრულ დაფარვას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ, აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგიის შეზუდვა დაიწყო და 4-საათიანი მარაოსებრი გრაფიკი დააწესა. აღსანიშნავია, რომ „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის მინიმალური დონე 420 მეტრია. როდესაც წყალი ამ ნიშნულს მიუახლოვდება, ჰესის მუშაობა შეიზღუდება, რაც დღე-ღამეში, შემოდინების შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმესაათიან დატვირთვას გულისხმობს,”- ნათქვამია ენგურჰესის მიერ 31 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი თემები