„ოკუპაცია, საოკუპაციო ზოლი, დევნილთა მდგომარეობა, შიდა პოლიტიკური ბრძოლის ველად არის ქცეული“ – დიმიტრი ხუნდაძე

„ჩვენი ოპონენტების საფიქრალი თუ ქვეყნის ტერიტორიის დაბრუნებაა და არა ძალაუფლების, მაშინ ისინი სხვაგვარად მოიქცეოდნენ,“-  ეს  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა,  სამწუხაროა, რომ ხშირად, ეროვნული საკითხები შიდა პოლიტიკური ბრძოლის ველად არის ქცეული.

„სიღარიბე და ოკუპაცია, ეს ის ძირითადი საკითხების, რაც ქვეყნის წინაშე დგას, მაგრამ ოკუპაცია უფრო მნიშვნელოვანია, რამეთუ, ის სიღარიბესაც ამწვავებს. ამიტომ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. ოკუპაცია, საოკუპაციო ზოლი, დევნილთა მდგომარეობა… დღეს, ჩვენ ამ თემებზე  ვსაუბრობთ და სამწუხაროა, რომ ხშირად, ეს საკითხები შიდა პოლიტიკური ბრძოლის ველად არის ქცეული. 90-იანი წლების შემდეგ წარსული მძიმეა, მაგრამ ეს წარსული კიდევ უფრო დამძიმდა 2008 წლის შემდეგ, რამეთუ, მივიღეთ უფრო მეტი დაღუპული ადამიანები, კიდევ უფრო მეტი დაკარგული ტერიტორია და დევნილთა კიდევ უფრო გაზრდილი რაოდენობა“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  

მისი შეფასებით, ასეთ ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებთ ყველას პასუხისმგებლობა უნდა იყოს არათუ მაღალი, არამედ, ზე-მაღალი.

„ჩვენი ოპონენტების საფიქრალი თუ ქვეყნის ტერიტორიის დაბრუნებაა და არა ძალაუფლების, მაშინ, ისინი სხვაგვარად მოიქცეოდნენ, საკუთარ პასუხისმგებლობას სხვას არ დააბრალებდნენ და ოკუპაციის თემას სპეკულაციის თემად არ გახდნენ. თუ ვინმეს საოკუპაციო ზოლის მისამართი უნდა რომ აირჩიოს და მიაკითხოს საქმიანად და არა მხოლოდ „საპიაროდ“, ეს არ არის საპიარო ზოლი, ეს არის საოკუპაციო ზოლი და იქ მძიმეა ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო დარბაზში გაიჟღერა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კამერებთან საკუთარ პრობლემებზე საუბარს ხშირად ერიდება იმის გამო, რომ თითქოს ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შემდეგ მათზე ზეწოლას ახორციელებენ.

„ვფიქრობ, მათ, საკუთარი პოლიტიკური წარსული გაახსენდათ, როდესაც თავისუფალი სიტყვა შემდეგ ბოლო „დასაფრენს“ პოულობდა ძალოვან სტრუქტურებში და არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნება არამედ, მათი სანათესაოც კი. ეს წარსულსაა ჩაბარებული. ხმაურიანი უსაქმურობა და მით უმეტეს, საზიანო მავნებლობა, სპეკულაცია –  ეს არ არის ამ საქმის მოგვარების საუკეთესო გზა. უნდა დავფიქრდეთ ყველა და საქმე ვაკეთოთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ბოლოს, როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ხვალ სოფელ მერეთს ექიმ-სპეციალისტები ესუმრებიან და ადგილობრივი ადგილობრივებს გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

მსგავსი თემები