ოკუპანტებმა სოფელ რიყედან 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს. ზარქუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა.

ახლობლების ინფორმაციით, ის გუშინ დღის მეორე ნახევრის შემდეგ გაუჩინარდა, მისი ტელეფონი გამორთულია.

„გუშინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა, გვეგონა დაიკარგა, დღეს კი გავიგეთ, რომ გალში, იზოლატორში იმყოფება. სხვა დამატებით არაფერი ვიცით. საოკუპაციო ძალები მას სავარაუდოდ საზღვრის კვეთას ედავებიან,“ – აცხადებენ დაკავებულის ახლობლები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. თუმცა უწყებაში ზარქუას გატაცების ფაქტს ჯერ არ ადასტურებენ.

მსგავსი თემები