ოკუპანტებმა ენგურის ხიდი ისევ ჩაკეტეს

ენგურის ხიდი, რომელიც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან იყო გახსნილი, დღეს ისევ ჩაიკეტა.

ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში ე.წ. საზღვარი 794-მა მოქალაქემ გადაკვეთა.

ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნების უფლება მხოლოდ ე.წ. აფხაზური პირადობისა და დროებითი საცხოვრებლის მქონე პირებს ჰქონდათ.

მსგავსი თემები