ოკუპანტებმა გუგუტიანთკარელებს სახლების დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გუგუტიანთკარელებს, რომელთა სახლებიც ახალი ბორდერიზაციის შედეგად საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა, ოკუპანტებმა ტერიტორიის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს.

ნინო ლომჯარიას თქმით, რუსი ოკუპანტების მიერ დადგმული კონსტრუქციებისა და მავთლხლართების მიღმა, ორი ოჯახი ექცევა. 

ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოჯახებს, რომლებსაც იძულების წესით უწევთ სოფლიდან წასვლა, დახმარება აღმოუჩინონ. 

დღეს დილიდან რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების მონტაჟი ისევ განაახლეს. რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც რკინის ბოძებს მიღმა ორი სახლი მოექცა.

მსგავსი თემები