ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოშია

კასპის მუნიციპალიტეტიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული წლის ზაზა გახელაძე, ახალგორის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

33 წლის მამაკაც ჭრილობა ფეხის არეში მიაყენეს, არსებული ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

მოლაპარაკებების პროცესში, ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან სხვილოს ციხის სიახლოვეს დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.

მსგავსი თემები