„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ წევრებს მაქსიმალური შეზღუდვა დაუწესდებათ

საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, ასევე, ეროვნულმა  ბანკმა საქართველოს მთავრობისგან დავალება მიიღეს,  „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ წევრებს მაქსიმალური შეზღუდვა დაუწესდეთ. შეზღუდვა სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებას ეხება.

„დაევალოს საქართველოს იუსტიციის, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკს ეთხოვოს, რომ მიიღონ ყველა შესაძლო ზომა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომპეტენციის შესაბამისად, განისაზღვრონ ამ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებად და საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას რეგულარულად წარუდგინონ ანგარიში ამ დადგენილების აღსრულების მდგომარეობის თაობაზე. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ დადგენილების აღსრულებაზე შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა“, – ვკითხულობთ  მთავრობის დადგენილებაში.

სიაში შეყვანილი 33 ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებასა თუ წამებაში არიან  ბრალდებულები.

მსგავსი თემები