ოთხმეზურის მკვლელობის „ოქროს მოწმის“ ოჯახი საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისთვის გამოძიების დაწყებას ითხოვს (ვიდეო)

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში ე.წ. ოქროს მოწმე შოთა შანიძეა. „ოქროს მოწმეობიდან“ გამომდინარე, შანიძე და მისი ოჯახი, სახელმწიფოს მხრიდან „მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამაში“ ირიცხებოდა, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციამ გაჟონა და გარდა აღნიშნულისა, ფარული ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდა „ოქროს მოწმის“ ჯანმრთელობის მხგომარებოს შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ოქროს მოწმის“ მეუღლემ სოფიო სლაბინსკაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდა.          

„2019 წლის 22 ოქტომბერს, ჩემმა მეუღლემ – შოთა შანიძემ კორესპონდენციით მიმართა მთავარ პროკურატურას ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებათა გამო: დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებულ ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დროის, სხვადსხვა პერიოდში, პრესასა და ტელევიზიების საშუალებით გაავრცელა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნები, რომლის უფლება მას არ ჰქონდა. შოთა შანიძე თვლის, რომ ტარიელ კაკაბაძემ შესაძლოა მის მიმართ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის (პერსონალური მონაცემების ხელყოფა)  მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.  ჩემი მეუღლე იმედს იტოვებს, რომ გენერალური პროკურატურა შეისწავლის  კორესპონდენციით მოწოდებული ინფორმაციას თანდართულ მასალებთან ერთად, რომელიც  აღმოჩნდება სრულიად საკმარისი საგამოძიებო ორგანოსთვის,  უმოკლეს ვადებში დაიწყოს, აწარმოოს და დაასრულოს გამოძიება, დაადგინოს შესაძლო დანაშაულის  ჩამდენი პირები, ცნოს იგი  დაზარალებულად  და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს  სისხლისსამართლებრივი დევნა“- აღნიშნა შოთა შანიძის მეუღლემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სოფიო სლაბინსკაიას განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც მათი ოჯახის „მოწმეთა დაცვის პროგრამაში“ ჩართვას ეხებოდა, პროკურატურის ხელში იყო, შესაბამისად, ის არ გამორიცხავს, რომ ინფორმაციამ  სწორედ პროკურატურის მხრიდან გაჟონა.

„ასევე, საზოგადოებისათვის ტარიელ კაკაბაძისა და ასლან ბეჟანიძის დედისაგან არაერთხელ გახდა ცნობილი, რომ ჩემი მეუღლე შოთა შანიძე სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე სარგებლობდა „ოქროს მოწმის“ სტატუსით და როგორც შოთა ასევე მისი ოჯახი იმყოფებოდა „მოწმეთა დაცვის პროგრამაში“. შოთა შანიძეს აინტერესებს გენერალური პროკურატურისაგან, როგორ გახდა სრულიად საიდუმლო ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხსენებული პირებისათვის და შემდგომ საზოგადოებისათვის ცნობილი, რატომ დააყენა სახელმწიფომ როგორც მისი, ასევე ოჯახის უსაფრთხოება რისკის ქვეშ“ – განაცხადა შოთა შანიძის მეუღლემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შოთა შანიძე თვლის, რომ მის  მიმართ შესაძლოა განხროციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  367-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გამოძიების დაწყებას ითხოვს.

https://mcm.ge/%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9d/

მსგავსი თემები