“ნუ მივცემთ კორონავირუსს მეორე შანსს” – დომინიკ რააბი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, მთავრობა განაგრძობს კარანტინის რეჟიმის გატარებას, ვინაიდან ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, თუ როდის მოიხსნება კორონავირუსის გამო დაწესებული ზომები.

„სოციალური დისტანცირება კვლავ იმოქმედებს მანამ, სანამ არ გვექნება იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადავლახეთ. მას შემდეგ, რაც ამხელა მსხვერპლი გავიღეთ, მოდით ნუ გავანადგურებთ ყველაფერს. ნუ გავანადგურებთ იმ მიღწევებს, რომელიც გვაქვს. ნუ მივცემთ კორონავირუსს მეორე შანსს უფრო ავნოს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა დომინიკ რააბმა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, მის მოვალეობებს დროებით დომინიკ რააბი ასრულებს.

მსგავსი თემები