“ნუ გვწამლავთ” – ფოთში თევზის ქარხნები მუშაობას დროებით აჩერებენ

ფოთში თევზის ქარხნები მუშაობას დროებით შეაჩერებენ – ამ შეთანხმებით დასრულდა უსიამოვნო სუნით შეწუხებული ადგილობრივების საპროტესტო აქცია.

აქციის მონაწილეებმა ვითარებაში გასარკვევად და პრობლემის მოსაგვარებლად მერიას სამ დღიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებით იმუქრებიან.

უსიამოვნო სუნი ფოთში ზამთრის დადგომისთანავე დგება. თევზის გადამამუშავებელი ქარხნიდან სპეციფიკური სუნი ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. ადგილობრივების თქმით დისკომფორტის გარდა, შესაძლოა, საფრთხე მათ ჯანმრთელობასაც შეექმნას. მოსახლეობამ დღეს ცენტრალური მაგისტრალი პროტესტის ნიშნად გადაკეტა, რაც დროებითი შეთანხმებით დასრულდა. თევზის გადამამუშავებელი ქარხნები კი იქამდე დაიკეტა, სანამ ორივე მხარე ერთიან პოზიციამდე არ მივა.

პრობლემის სიმწვავეზე ყურადღებას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ამახვილებს. ნელი კორკოტაძის თქმით პროცესს თან მავნე ფაქტორებიც ახლავს, რამაც, შესაძლოა, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

პრობლემას ვერ ხედავენ ქარხნის დირექტორები. მათი განმარტებით, საწარმოები გამართულია და სპეციალური ფილტრებითაა აღჭურვილი, რაც სუნის გავრცელებას გამორიცხავს.

მსგავსი თემები