„ნუ აჰყვებით რუსულ პროპაგანდას. ჩვეულებრივი ზამთარია ჩვეულებრივი გრიპით“ – პაატა იმნაძე

“გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, სეზონური ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ქვეყანას საფრთხე არ ემუქრება.

„ნუ აჰყვებით რუსულ პროპაგანდას. ჩვეულებრივი ზამთარია ჩვეულებრივი გრიპით,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ახალმა სტატისტიკურმა მონაცემმა, რომელიც 13 იანვარს უნდა გამოქვეყნდეს, დღის წესრიგში დააყენოს სკოლებისა და ბაღებისთვის სწავლის დაწყების გადადების რეკომენდაციის გაცემა, პაატა იმნაძე ამბობს, რომ არაფერი შეიცვლება და მსგავსი რეკომენდაციის გაცემის საფუძველი არ არსებობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების ყოველკვირეულ სტატისტიკურ მონაცემებს ორშაბათობით აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში, ამ ეტაპზე, ძირითადად B ტიპის ვირუსია გავრცელებული, რომლისთვისაც ჩენი ქვეყნის მოსახლეობის ორგანიზმი არაა შეჩვეული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გრიპის გართულების შემთხვევები ნაკლებია. სკოლებსა და ბაღებში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს განახლდება.

მსგავსი თემები