“ნულოვანი ტოლერანტობა სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ” – საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სექსუალური ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოვაცხადოთ.

როგორც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, დაუშვებელია სექსუალური ექსპლუატაცია, შეურაცხყოფა და ძალადობა.

“სექსუალური ექსპლუატაცია, ძალადობა შეუწყნარებელია და მიუღებელია. როგორც ლიდერების წრის წევრი, ვალდებულნი ვარ მხარი დაvუჭირო გაეროს ძალისხმევას. ჩვენ უნდა გვქონდეს ნულოვანი ტოლერანტობა სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ,” – წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე 

სალომე ზურაბიშვილი, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წევრი, გაეროს გენერალური მდივნის, ანტინიო გუტერეშის მიერ #HonouringOurValues კამპანიაში მონაწილეობს. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სექსუალური ძალადობის დასრულებასა და ამის წინააღმდეგ კამპანიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

მსგავსი თემები