ეს იყო დიდი შენჯღრევა, ველოდები ცვლილებებს პარტიის მხრიდან – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, გუშინ საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს „დიდ შენჯღრევას“ უწოდებს და თვლის, რომ იგივე ტემპით მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია.

„გუშინ რაღაც დიდი შენჯღრევა იყო უმრავლესობაში. თქვენ ნახეთ 17 მოწინააღმდეგე, თავშეკავებულები… ეს არ არის მთლად ასე ხელწამოსაკრავი საქმე. საჭიროა ცვლილებები, საჭიროა გადაწყვეტა, ახალი ენთუზიაზმი, ახალი ენერგია. მე პირადად, ამას ველოდები და თუ იგივე ტემპით გაგრძელდა ყველაფერი, მაშინ თავისთავად მოხდება ეს ცვლილებები“ – განაცხადა ქანთარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ის მმართველი გუნდის დატოვებას, ქანთარია პასუხობს, რომ განცხადებას ჯერჯერობით არ გააკეთებს.

„ამ ეტაპზე ჯერჯერობით, არ ვაკეთებ განცხადებას, რადგან  ველოდები  სწორედ ამ ცვლილებებს, პარტიის მხრიდან“- აცხადებს ნუკრი ქანთარია.

მსგავსი თემები