ნუკრიანში აღებულ ნიმუშებზე, რომელიც ექთანს უკავშირდება პასუხი ხვალ გახდება ცნობილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სპეციალისტები კორონავირუსით ინციფირებული თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთნის მეუღლეს და თვითიზოლაციაში მყოფ სამ მეზობელს ტესტირებისთვის ბიოლოგიურ მასალას უღებენ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელ თენგო მოსულიშვილის განცხადებით, არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 27 აპრილს მეუღლესთან იმყოფებოდა, რის შემდეგაც სოფელი დატოვა და თბილისში გაემგზავრა. რამდენიმე დღეში მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

სოფელ ნუკრიანში აღებულ ნიმუშებზე, პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები