“ნონას თასი 2019” საზეიმოდ გაიხსნა

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ლეგენდარული მოჭადრაკის, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. 

ტურნირის მონაწილეებს წარმატებული ასპარეზობა ნონა გაფრინდაშვილმა პირადად უსურვა.

თასის გათამაშებაში წელს 13 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. საერთო საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენს. თასის გათამაშება 3 ტურნირად გაიმართება და 29 სექტემბერს დასრულდება.

გახსნის საზეიმო ცერემონიალს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გია გიორგაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი, ემზარ ზენაიშვილი მოქმედ და ვეტერან მოჭადრაკეებთან ერთად დაესწრნენ.

„ნონას თასი 2019“-ის ორგანიზატორები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია არიან.

მსგავსი თემები