ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 512 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

“სიენენის” ინფორმაციით, აშშ-ში, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 512 თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 86 012 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, დაღუპულია 1300-მდე ადამიანი.

მსგავსი თემები