ნინო სპანდერაშვილის წიგნის – “ხელისგულიდან ხელისგულამდე”, წარდგინება გაიმართა 

რუსთავის აა(ი)პ „საბიბლიოთეკო გაერთიანების“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, პროექტ „ჩვენი სტუმრის“ ფარგლებში, მწერალ ნინო სპანდერაშვილის წიგნის – “ხელისგულიდან ხელისგულამდე” წარდგინება გაიმართა.
პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენ, ქართველი ემიგრანტები, დიდი ბრიტანეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

სტუმრებმა წარმოადგინეს ემიგრანტული პოეზია და დამსწრე საზოგადოებას საქართველოდან შორს შექმნილი საკუთარი ლექსები გააცნეს.

ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო ქავთარაძე და დავით რეხვიაშვილი, ასევე საკრებულოს წევრები, ამირან ჯანჯღავა, ბონდო მამულაშვილი, გიორგი ტუხაშვილი და დავით იშხნელი ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები