ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა

პატიმრობაში მყოფმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. მისივე თქმით, დეკანოზის უფლებები საკანში სათანადოდ დაცული არ არის.

დეკანოზის ადვოკატის თქმით კი, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დეკანოზმა სამედიცინო დახმარება ვერ მიიღოს.

“ცალი მხარე საერთოდ უმოქმედოა. მარჯვენა ხელ-ფეხი უმოქმედო აქვს, ფორმაც კი დაკარგული აქვს, მარცხენა და მარჯვენა ერთმანეთისგან განსხვავდება. გადაადგილება კი არა, საკაცით ჩამოჰყავთ, რა გადაადგილებაზეა ლაპარაკი?,” – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

მსგავსი თემები