ნინოწმინდაში მეხის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მეხის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ადგილობრივი მწყემსი. დახოცილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. სხვა დეტალები უცნობია.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები