ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პროკურორ ნათია გურულის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გირაოს გადახდის ვადად ბასილაშვილს 30 დღე მიეცა. მას შემდეგ კი, როცა გადაიხდის გირაოს, ბასილაშვილი საპატიმროს დატოვებს.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წინასასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 16 ივლისს ჩაინიშნა.

მსგავსი თემები