ნიკა მელია: უახლოეს საათებში ექნება საზოგადოებას შესაძლებლობა, გაიგოს რასთან და ვისთან გვაქვს საქმე

„ტელევიზორს ვუყურებ და ასე ველოდები განაჩენს, რომელსაც გამოიტანენ ჩემი კოლეგები. ტრაგიკომიკურია, ვუყურებ და მეც კი სხვანაირად გავიაზრე, სად ვცხოვრობთ, ეს არის კოჰორტა საპარლამენტო უმრავლესობის, ვინც ახლა კომენტარებს აკეთებს, ესენი მართავენ ქვეყანას, უბედურ დღეში ვართ,“ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას მოლოდინი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები დეპუტატის მანდატს შეუჩერებენ. „ბრალდების მხარს ჰყავს წარმოუდგენელი მოწმეების დასახელებული, 6 მოწმე, რომელთაც მეშვეობითაც უნდა გაამართლონ ჩემი დაპატიმრება, ბევრი ადამიანი არის ჩართული ამ ადამიანის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში, ამ დროისთვის რაც გვაქვს ინფორმაცია, საგანგაშოა ვითარება, ვიდრე, საზოგადოებას ჰგონია, უახლოეს საათებში ექნება საზოგადოებას შესაძლებლობა, გაიგოს რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. არიან სუს-ის თანამშრომლები. ვერც იპოვეს სხვები. ყველა ან მოქმედი და ყოფილი სუს-ის თანამშრომელია. მათ Facebook გვერდებზე შევედით, ზოგს გახარია უყენია ავატარად და ისეთ საოცრებებს წერენ ოპოზიციაზე,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები