ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე დააკავეს – რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვები აიღეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, დაკავებულთა შორის, პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე არიან. ასევე დაკავებულია ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები.

მელიას დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ ის სამართალდამცველთა ავტომობილების სალონს ათვალიერებდა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ეძებდა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ამ ქმედებას განაგრძობდა და გამომწვევად იქცეოდა.

ამ წუთებში სამართალდამცველები პარლამენტის წინ განთავსებულ კარვებსაც იღებენ და სატვირთო ავტომობილში აწყობენ.

მსგავსი თემები