ნიკა მელიას პარლამენტში ბადრი ბასიშვილი ჩაანაცვლებს

ბადრი ბასიშვილი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ჩანააცვლებს, რომელსაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

ბასიშვილის საკითხზე მოხსენებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი წარდგება.

ბადრი ბასიშვილი საქართველოს მე-7 მოწვევის (2008-2012) პარლამენტის წევრი, მანამდე კი ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (2006-2008) იყო. 2004 წელს ის საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელწიფო რწმუნებულის აპარატში ქართულ-ოსური კონფლიქტის პრობლემების მოწესრიგების სამსახურის მრჩევლად მუშაობდა.

კონსტიტუციის 39-ე მუხლის  მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი დამნაშავედაა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით. დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. 

მსგავსი თემები