ნიკა მელიას ადვოკატი მისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილს ასაჩივრებს

ნიკა მელიას ადვოკატი პოლიტიკოსისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილს ასაჩივრებს.

გიორგი კონდახიშვილმა სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით, ორი შეზღუდვის გადახედვა მოითხოვა. ერთ-ერთი იმ პირებთან კომუნიკაციის აკრძალვაა, რომლებიც სამომავლოდ, შესაძლოა, მოწმის სტატუსით დაიკითხონ.

ადვოკატის თქმით, ეს აკრძალვა ბუნდოვანია და გარდა ამისა, ნიკა მელიას, ამ აკრძალვიდან გამომდინარე, დარღვევად შესაძლოა კოლეგა ოპოზიციონერებთან საუბარიც კი ჩაეთვალოს. ადვოკატი ასევე, ნიკა მელიასთავის სახლიდან, პროკურატურისგან გაფრთხილებლად გამოსვლის აკრძალვის გადახედვასაც ითხოვს. პირველმა ინსტანციამ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სულ ოთხი შეზღუდვა დაუწესა. საიდანაც ორს დაცვის მხარე არ ასაჩივრებს.

“როდესაც პარლამენტის წევრს უფლებამოსილების შეუფერხებლად განახორციელებისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდება, ეს კანონდარღვევა და კონსტიტუციის უგულებელყოფაა. ასევე ვასაჩივრებთ, ნიკანორ მელიასთვის იმ პირებთან კომუნიკაციის აკრძალვას, რომელთაც სამომავლოდ, შესაძლოა, მოწმის სტატუსი მიენიჭოთ.

დამეთანხმებით, აკრძალვა არის ძალიან ბუნდოვანი, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ განმარტებას და ამ პირთა წრის დაკონკრეტებას,” – განცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, მანამდე კი, გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, კერძოდ კი, მას 21 ივნისს გამართულ აქციაზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.

მსგავსი თემები