“ნიკა მაჭუტაძის პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნატო ჩხეიძის არჩევა ქართულ პოლიტიკაში რყევებს გამოიწვევს” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ნიკა მაჭუტაძის პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნატო ჩხეიძის არჩევას გამოეხმაურა.

„ეს გამოიწვევს რყევებს ქართულ პოლიტიკაში და ველოდებით, რა იქნება ამ ყველაფრის ზუსტი შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.

ნიკა მაჭუტაძემ დღეს „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ განახლებული შემადგენლობა წარმოადგინა.  მისი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნატო ჩხეიძე გახდა.

მსგავსი თემები