ნიკა გვარამია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 40 ათას ლარიანი გირაო დააკისრა, ასევე, “რუსთავი 2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია არ აპირებს გირაოს გადახდას, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში მაინც გაასაჩივრებს. 

„რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ, მაგრამ იქ ვინ დახვდება, ვინმე ისეთი განსაკუთრებული თუ რა, სასამართლო ჩვენ ხომ არ გვაქვს, რა მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გვარამიამ.

სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახედ 80 000 ლარის ნაცვლად – 40 000 ლარიანი გირაო განსაზღვრა.

ნიკა გვარამიამ, გირაოს თანხა ერთი თვის ვადაში უნდა დაფაროს. თუმცა, მისი განცხადებით, ის არც ერთი ლარის გადახდას აპირებს, რადგანაც თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ საქმე შეკერილია.

მსგავსი თემები