“ნებისმიერ საქმეზე, გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა” – ბახტაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

“ნებისმიერ საქმეზე, მითუმეტეს, როდესაც არსებობს საჯარო ინტერესი, გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა”, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, თუ შესაძლო დანაშაულზე მოწვეული არიან საერთაშორისო ექსპერტები,  ეს უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობასა და საზოგადოების მეტ ინფორმირებულობა.  

„მე, რა თქმა უნდა, არ ვარ ამ თემის სპეციალისტი, რომ გითხრათ რამდენად უნდა მონაწილეობდეს, ან რამდენად აქვს უფლება, ან რამდენად უნდა მოხდეს მხოლოდ სასამართლოში საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებების წარდგენა. მაგრამ, როგორც მოქალაქეს, მაქვს ძალიან მარტივი პოზიცია. ნებისმიერ საქმეზე, მითუმეტეს, როდესაც არსებობს საჯარო ინტერესი, გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა. ეს მგონი ძალიან მარტივი საკითხია. თუ არიან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, იმ ტიპის შესაძლო დანაშაულზე, რომელზეც იყო საუბარი, ეს მგონი წაადგება საერთო საქმეს, რომ იყოს საზოგადოების მეტი გამჭვირვალობა და ინფორმირებულობა. მე ამას ასე შევხედავდი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები