“ნაცმოძრაობა” მონდომებით ცდილობს საზოგადოების გახლეჩას – ისტორიკოსი სარალიძის აქციის შესახებ

ისტორიკოსი, პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი, დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ისტორიკოსის შეფასებით, ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წვერები, ყველანაირად ცდილობენ მათი მოწინააღმდეგე საზოგადოების გახლეჩას, ამიტომ მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, თავი შეიკაონ რადიკალური განცხადებებისგან და ერთმანეთს ნუ გამოაცხადებენ ქვეყნის მტრად. ხელისუფლებას კი მოუწოდებს პროცესების მართვა ხელში აიღოს და ქვეყანა მოსალოდნელი საფრთხისგან დაიცვას.  

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დაუკვირდით ერთ ყველაზე მძიმე ვერაგობას – “ნაცმოძრაობა” და მსგავსი ე.წ. პარტიები, როგორი მონდომებით ცდილობენ, მათი მოწინააღმდეგე საზოგადოების გახლეჩას და ეს ყველაზე მკაფიოდ იგრძნობა ფეისბუქის გვერდებზე. ერთ დროს საერთო აზრის მქონე საზოგადოებაში, სადაც ყველას ვერ გააჩნია წინ გახედულობის უნარი, დაპირისპირებამ გაიღვიძა. გთხოვთ ყველას, ნუ გამოაცხადებთ ერთმანეთს ქვეყნის მტრად, მხოლოდ იმის გამო, რომ დაბნეულები არიან არსებული გარემოების გამო, რაშიც ვიტყვი, რომ მთავრობას, უნიჭო კოჰაბიტაციის გამო მიუძღვის ბრალი. ვისურვებდი ერთ მუჭად შეკვრას, რადგან ეს ჩვენ, ხალხი ვდგავართ საფრთხის წინაშე და თუ ხელისუფლება ისე გაგვწირავს, რომ გადადგება და ამ უგვანოთ ტახტს გადასცემს, აქ უკვე თავად მთავრობა გახდება ერის მტერი და უმძიმესი დამნაშავე. ამაზე დაფიქრდეს მთავრობა და მისი შეცდომები თავად გამოასწოროს; ჩვენ კი საერთო აზრის ქვეშ გავერთიანდეთ და ამ აზრის ქვეშ მტკიცედ დავდგეთ; ნუ დავერევით ერთმანეთს, მტერსაც ეს უნდა”, – წერს ქეთევან პავლიაშვილი. 

​შეგახსენებთ, რომ თბილისში, 2017 წლის პირველ დეკემბერს მოკლული 13 წლის მოზარდის, დავით სარალიძის მამა სასამართლო განაჩენს აპროტესტებს და მკვლელების დასჯას მოითხოვს. მის პროტესტს მხარი საზოგადოების დიდმა ნაწილმა და ოპოზიციურმა პარტიებმა დაუჭირეს.  

მსგავსი თემები