„ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით, დღეს დამთავრდა” – მამუკა მდინარაძე

“იმდენად მდაბიო და სასაცილო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ. ამას არც ბავშვობა ჰქვია, არც თამაში ჰქვია, არც პერფორმანსი, ამას ჰქვია ცუდად მოფიქრებული დესტრუქცია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმას, რომელიც, არსებული ინფორმაციით, დარბაზში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეიტანეს.

მდინარაძის თქმით, „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით თუ მოძრაობებით, დღეს დამთავრდა:

„ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით თუ მოძრაობებით, დღეს დამთავრდა ასეთი ბანძი და გოიმური მოქმედებით, საქმე გვაქვს ყველაზე მდაბიო საქციელთან, თუკი რამე შეიძლება მოიფიქროს ადამიანის გონებამ. იმდენად მდაბიო და სასაცილო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ. ამას არც ბავშვობა ჰქვია, არც თამაში ჰქვია, არც პერფორმანსი, ამას ჰქვია ცუდად მოფიქრებული დესტრუქცია.

მე შემიძლია წინაწარ ვერსია გითხრათ, „ევროპული საქართველოს“ ორი ქალი წარმომადგენელი შემოსული, ერთ-ერთი გადახვეული შარფით ხელში, ამას ყველაფერს დაადგენენ. კაცებიც არ ჰყავთ, რომ შემოვიდნენ, ქალებს უშვებენ, რაღაც გოიმური პერფორმანსების დასადგმელად, სირცხვილი სინამდვილეში ეს არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები