„ნაცებთან“, „შმაცებთან“ და „შმაცუნებთან“, კოალიციის შექმნა გამორიცხულია” – ირაკლი კობახიძე

“გვინდა 60 პროცენტის აღება. თუ 60 პროცენტს არ ავიღებთ, გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არ გეგმავს კოალიციის შექმნას პარტიებთან, რომლებიც განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას აფიქსირებენ.

„პატრიოტთა ალიანსი“, „დემოკრატიული მოძრაობა“, მათთანაც შეუძლებელია კოალიციის ფორმირება.  ჩვენ არსებული მდგომარეობა გვაძლევს იმ რწმენით მოქმედების საშუალებას, რომ საკმაოდ რეალისტურია, მნიშვნელოვნად ავცდეთ 50-პროცენტიან მაჩვენებელს. ჩვენ გვაქვს პრინციპები და წითელი ხაზები. ამიტომ ვსაუბრობთ, რომ არ შეიძლება კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებთან და სხვა ორიენტაციის მქონე პარტიებთან. „ნაცებთან“, „შმაცებთან“ და „შმაცუნებთან“, კოალიციის შექმნა არის გამორიცხული, “, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები