“ნაცმოძრაობამ” ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა.

მან მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკურ დევნად შეაფასა და აღნიშნა, რომ პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართა.

„პარლამენტის ეს დადგენილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არის ვადები და ის აუცილებლად იქნება გასაჩივრებული. ნიკა მელიას უფლებამოსილება უკანონოდ შეუწყვიტეს, ვინაიდან შესაძლებელი იყო, რომ სხვა ინსტანციებს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღოთ. გარდა ამისა, ეს არის აშკარა პოლიტიკური დევნა და პარტიის ლიდერის განეიტრალება წინასაარჩევნოდ. ყველა დეპუტატი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, სამარცხვინო სიაში იქნება შეტანილი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში,” – განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი თემები