„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დიალოგის რესურსს ვერ ვხედავ” – ანრი ოხანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ყოველთვის მზადაა, დიალოგი გამართოს იმ ადამიანებთან, რომლებსაც კონსტრუქციული საუბარი შეუძლიათ. ოხანაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დიალოგის რესურსს ვერ ხედავს.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის და კონსტრუქციული საუბრისთვის იმ ხალხთან, ვისაც კონსტრუქციული საუბარი შესწევს. ვნახეთ, რომ იქ მდგომი ადამიანების, ე.წ ოპოზიციური ლიდერების უმეტესობას არ სურს კონსტრუქციული დიალოგი. შესაბამისად, მე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დიალოგის რესურსს ვერ ვხედავ. ადამიანებთან, რომლებიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მოუწოდებენ კანონდარღვევისკენ, იქ მდგომ ზოგიერთ ახალგაზრდას ბოროტად იყენებენ და რომლებიც ირიენტირებული არიან, შურისძიების ყველა ფორმა გამოიყენონ, რათა როგორღაც იქნებადა ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ, თუმცა მათ იმედები გაუცრუვდებათ. საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტუალობა წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ დესტრუქციულად სცადონ გარკვეული საკითხების გაპროტესტება“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი გამოხატვის თავისუფლებას განუხრელად დაიცავს, თუმცა კანონის დარღვევის საშუალება არავის მიეცემა.

„არავის მიეცემა შესაძლებლობა, კანონი დაარღვიოს და დისკომფორტი შეუქმნას საზოგადოებას, მათ თავისუფალ გადაადგილებას, რაიმე ფორმით საფრთხე შეუქმნას მართლწესრიგის დაცვას“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები