“ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი თქვა კენჭისყრაზე, ცუდი საყურებელი იყო” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ შემდეგ მოსმენებზეც კანონპროექტი მხარდაჭერილი იქნება.

გარდა ამისა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა მათი მხრიდან დესტაბილიზაციას მიუთითებს.

“ქართული ოცნების” მთავარი მიზანი არის ის, რაც იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში იყო – ეს არის ქვეყანაში სტაბილიზაციის და მშვიდობის შენარჩუნება. 

ცუდი საყურებელი იყო, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი თქვა კენჭისყრაზე, ვინაიდან აგრძელებენ ჩვენგან განსხვავებით იმ მთავარი მიზნის მსახურებას, რაც არის დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარება.

“ევროპულ საქართველოს” კი, მათ შვილობილ პარტიას, მოუწია რეალობასთან თვალის გასწორება.
მინდა გამოვთქვა საფუძვლიანი იმედი, რომ როგორც გუშინდელი კენჭისყრა იყო წარმატებული, მომდევნო კენჭისყრებიც ასე იქნება,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები