“ნაციონალურმა მოძრაობამ” ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვა” – არჩილ თალაკვაძე

„ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიყიდეს. ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში,” – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მანვე ოპოზიცია ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.

“დღევანდელ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელ პირებთანაც ჰქონდათ პირისპირ შეხვედრები და ლოიალურ შეფასებებსაც აკეთებდნენ მედიით. დღეს კი მწვავე მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ, თუ საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება, ქვეყანას არევენ. დაუკვირდით, ეს არის მათი გზავნილი და ორმაგი სტანდარტი.

მიუხედავად ამისა, მსურს დავამშვიდო ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტორია და ჩვენ არავის მივცემთ მიზეზს და შესაძლებლობას, რომ გარემოებები დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამ საკითხთან დაკავშრებით გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი და ჩვენ საზოგადოებას ამ უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და საქართველოში დაგეგმილი ევროსაბჭოს კომიტეტის ფარგლებში, შესაძლოა, ქვეყანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩამოვიდეს, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული აქვს

მსგავსი თემები