„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს

სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს. ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ისინი, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. მათი ინფორმაციით, დაკავებულებს სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდათ იმ დროს, როდესაც ისინი ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსთან ერთად მოსახლეობას ხვდებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყება ფაქტზე დეტალურ განმარტებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

ანა წითლიძე ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატია, ხოლო გიორგი პატარაია –  პრესსამსახურის უფროსი. ორივე მათგანი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია.

მსგავსი თემები