„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ პრინციპული პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია. ვიდრე არ იქნება 8 მარტის შეთანხება, ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებები, რომლებიც წინ უნდა უსწრებდეს განხილვების პროცესს, ბუნებრივია, ჩვენ არ ვიქნებით ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ველოდებით გიორგი რურუას გათავისუფლებას და ამის შემდეგ იქნება საუბარი საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში ჩართულობაზე. მანამდე არანაირი პროცესში ჩართულობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არ იქნება“, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

„ევროპულ საქართველოს“ ჯერ არ გადაუწყვეტია, რა ფორმით ჩაერთვება საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის მუშაობაში.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

მსგავსი თემები